აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლას 7 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლას 7 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად მოკლულია სულ მცირე 7 ადამიანი, 3 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს. სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელი „ნეიტრალიზებულია“.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლიციამ მოკლა, როდესაც ის შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. როგორც პოლიციაში განაცხადეს, თავდამსხმელი აღმოსავლეთ იერუსალიმის მცხოვრები იყო.

მომხდარი თავდასხმას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ამ აშკარა ტერორისტულ თავდასხმას. ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი ურყევი რჩება”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში.