ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ პირველი ქვეითი ბრიგადის 13-ე ბატალიონის ოცეულმა ISAF-ის მისიისთვის მომზადების პროგრამა დაასრულა. საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისთვის ჯარისკაცები სპეციალურ წვრთნებს ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში, ტოპოგრაფიაში, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასა და ნავიგაციაში 8 კვირის განმავლობაში გადიოდნენ. სრული საბრძოლო მზადყოფნისთვის I ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებს ეროვნული სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები ავარჯიშებდნენ.
I ქვეითი ბრიგადის 50 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში მისიის შესასრულებლად აგვისტოში გაემგზავრება და ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ამერიკული ბაზა „ფენიქსის“ დაცვის ამოცანებს შეასრულებენ. ოცეული ქაბულში ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებს ჩაანაცვლებენ.