სახეცვლილება სკარლეტისა

სახეცვლილება სკარლეტისა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, სკარლეტ იოჰანსონმა, მონაწილეობა მიიღო შამპანურ Moet&Chandon-ის მორიგ სარეკლამო კამპანიაში და მისი სახე გახდა. ინტერნეტში გამოფენილ ფოტოებზე მსახიობი ოდნავ ნასვამი გამოიყურება, თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც ყოველთვის, თვალწარმტაცია.

როგორც Moet&Chandon-ის პრეზიდენტმა დანიელ ლალონდმა განაცხადა, ახალი სარეკლამო კამპანია კლასიკურ ელეგანტურობასა და გლამურთან გვაბრუნებს, სწორედ ამიტომაც შეაჩერა არჩევანი სკარლეტ იოჰანსონზე, რომლის გარეგნობა სავსებით შეესაბამება ბრენდს.

და მართლაც, სკარლეტი ფოტოებზე ჰოლივუდის ოქროს ხანის ვარსკვლავებს მოგვაგონებს - ქერა კულულები და წითელი პომადა მას ძალიან ამსგავსებს მერილინ მონროს. მსახიობს ხელში შამპანურის ბოთლი უჭირავს და წარმატებულ და ბედნიერ ქალს განასახიერებს.

atb.ge