ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ფორმალური ინსტრუქტორის კურსი დასრულდა. სწავლება ინსტრუქტორთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. წვრთნებში 20 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
ქართველ ინსტრუქტორთა გადამზადების კურსი, ISAF-ის პროგრამის ფარგლებში, ამერიკელი საზღვაო ქვეითების დახმარებით განხორციელდა.
სამხედროთა ჯგუფი გადამზადების შემდეგ, ეროვნულ სასწავლო ცენტრში მივლენილ სამხედრო მოსამსახურეებს გაწვრთნიან.
დღესვე, სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.