ყოფილი ამერიკელი ასტრონავტი, ბაზ ოლდრინი 93 წლის ასაკში დაქორწინდა. ცერემონია ლოს-ანჯელესში გაიმართა.
ქორწილის შესახებ პოსტი თავად ოლდრინმა გამოაქვეყნა. „ჩემი 93-ე დაბადების დღეზე მოხარული ვარ გაუწყოთ, რომ ჩემი დიდი ხნის სიყვარული, ანკა ფაური და მე დავქორწინდით“, - დაწერა ოლდრინმა Twitter-ზე. მის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
ასტრონავტს პირველი ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს. ბაზ ოლდრინი მისია აპოლო-11-ის მონაწილეა, რომელმაც მთვარეზე პირველი წარმატებული დაჯდომა განახორციელა.