„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კასრების სიის აღდგენის მცდელობა მმართველ გუნდში შეაფასეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ მაგნიტსკისა და სააკაშვილის ერთმანეთთან შედარება არასწორია და „ნაციონალური მოძრაობა“ ვერავის დასჯის.
„სადისტური მმართველობის შემქმნელი ადამიანი დღეს საუბრობდეს მაგნიცკის სიაზე და ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე, თუნდაც, პირადად მის ძმასთან მიმართა, მით უმეტეს, ამაში ჩართული ყავდეს ოჯახის წევრები, რომლებიც საჭმელსაც არ აჭმევენ, რა საკვირველია, ეს უტიფრობაა“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
მიხეილ სააკაშვილის ბიძამ მაგნიტსკის აქტის ავტორთან ბილ ბრაუდერთან შეხვედრა გამართა და როგორც ბრაუდერმა დაწერა დასასჯელთა სიაზე მუშაობა სრულდება.