მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ საბოლოოდ, „ნაცმოძრაობა“ დაიშლება, რასაც მათ ელექტორატზე უარყოფით გავლენას ექნება.
„თანამდებობესითვის უკვე დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს. წარმოიდგინეთ, ესენი ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ რა დაუნდობელი ბრძოლა ექნებათ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, ეს პარტია რამდენიმე ნაწილად დაიყოფა - არა მხოლოდ ორ ნაწილად, იმიტომ რომ შეიძლება გაუფორმებლად რამდენიმე ნაწილი ჩამოსცილდეს“, - მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი დღეს 10 საათზე სრულდება. შიდაპარტიულ არჩევნებამდე 3 დღე რჩება, კლანებს შორის დაპირისპირება კი მწვავდება. შიდაპარტიული არჩევნების ხმის მიცემა 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვრამდე გასტანს. კენჭისყრა ფარული იქნება.