ირაკლი ქადაგიშვილი: ლევან ხაბეიშვილის განცხადება გაკეთებულია მისი აუდიტორიისთვის, რომ მე უფრო მამლაყინწა ვარო

ირაკლი ქადაგიშვილი: ლევან ხაბეიშვილის განცხადება გაკეთებულია მისი აუდიტორიისთვის, რომ მე უფრო მამლაყინწა ვარო

ეს არის მისი აუდიტორიისთვის გაკეთებული განცხადება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ თუ საჭირო გახდა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.

„ეს არის მისი აუდიტორიისთვის გაკეთებული განცხადება, რომ მე უფრო მამლაყინწა ვარო. მეტი არაფერი. თუ ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ ქართული პოლიტიკა შევარდნებით და გამოვარდნებით უნდა აწარმოოს, მაშინ ძალიან კარგად ყოფილა მისი ამომრჩევლის საქმე, თუ ასეთი ლიდერი ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა „ქრონიკის“ ეთერში ქადაგიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.