ბრიტანეთის პრინცესა ევგენია და მისი მეუღლე ჯეკ ბრუკსბენკსი მეორე შვილს ელოდება. ამის შესახებ CNN-ი ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით იტყობინება.
ტელეარხის ინფორმაციით, ბავშვი ზაფხულში გაჩნდება.
ევგენია მეფე ჩარლზის ძმისშვილია. სამეფო ტახტის მემკვიდრეთა სიაში ის მე-11 ადგილს იკავებს. პრინცესა ევგენია და ჯეკ ბრეკსბენკი 2018 წელს დაქორწინდნენ. 2021 წლის თებერვალში მათ პირველი შვილი შეეძინათ.