გაგიკვირდებათ, მაგრამ ცნობილი ამერიკელი მსახიობი სილვესტერ სტალონე ძირითადი პროფესიის გარდა მხატვრობითაც არის გატაცებული.
ცოტა ხნის წინ ქალაქ მაიამიში სტალონეს ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
წარმატება კარგია, მაგრამ ამასთან ერთად მისი ორი ფერწერული ტილოც გაიყიდა. ერთში 40 ათასი დოლარი გადაიხადეს, მეორეში კი– 50 ათასი.
გამოფენის დახურვის დროს მოწყობილ საზეიმო ცერემონიალზე ბატონმა რემბომ, როკიმ ან შინაურულად სლაიმ, შემდეგი სიტყვები განაცხადა:
„ნებისმიერი მხატვრული ფილმის გადასაღებ პროცესში რამდენიმე ათეული ადამიანი შრომობს. თითოეულ მათგანს საკუთარი აზრი გააჩნია და საბოლოო პროდუქტი მრავალი იდეის ერთიან ჯამს წარმოადგენს.
მხატვრობაში სრულიად საწინააღმდეგო სურათთან გვაქვს საქმე. როცა სურათს ვხატავ, საკუთარ თავთან სრულიად მარტო ვრჩები და საბოლოო პროდუქტი მხოლოდ ჩემს პირად შემოქმედებას წარმოადგენს.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, რაც უფრო ცუდ გუნებაზე გახლავართ მოლბერტის წინ, მით უფრო კმაყოფილი ვრჩები მიღწეული შედეგით”.