Louis Vuitton-მა ბურგერების ყუთები გამოუშვა, რომელთა ფასიც 2580 დოლარია

Louis Vuitton-მა ბურგერების ყუთები გამოუშვა, რომელთა ფასიც 2580 დოლარია

ფრანგულმა ბრენდმა Louis Vuitton, რომელიც ხშირად უშვებს ფუფუნების ნივთებს, მორიგი ინოვაცია წარადგინა. ამის შესახებ Highsnobiety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამჯერად საუბარი ბურგერების ყუთზეა, რომლის ღირებულებაც 2 580 დოლარს შეადგენს. ნივთი ხელოვნური ტყავისგან არის დამზადებული და ყვავილებით მოხატული.

კომპლექტში ასევე შედის ჭიქების დასადები ნაკრები, რომლებიც ბურგერის ინგრედიენტების ფერებშია გადაწყვეტილი: ბეჟი, მწვანე, წითელი, ყავისფერი და ყვითელი.