ანტიპრემია „ოქროს ჟოლოს" ორგანიზატორებმა 43-ე დაჯილდოების ნომინანტთა სია გამოაქვეყნეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე მეტი - რვა ნომინაცია მერილინ მონროს შესახებ ბიოგრაფიულმა ფილმმა „ქერა“ მიიღო, რომელშიც მთავარ როლს ანა დე არმასი ასრულებს. „ყველაზე ცუდი ფილმის“ წოდებისთვის ასევე რეპერისა და მომღერლის Machine Gun Kelly-ს კომედია „დილა მშვიდობისა“ იბრძოლებს - ჯამში სურათი 7 ნომინაციაშია წარდგენილი.
ნომინაციების რაოდენობით მესამე ადგილზე კი Disney-ს მიერ გადაღებული „პინოკიოა“.
დაჯილდოების ცერემონია 11 მარტს, „ოსკარის“ დაჯილდოებამდე 1 დღით ადრე ჩატარდება.