TMZ-ს ინფორმაციით, ჯეიმს კემერონი კინემატოგრაფის ისტორიაში ერთადერთი რეჟისორი გახდა, რომლის სამმა ფილმმაც გაქირავებაში $2 მილიარდზე მეტი შეაგროვა.
გამოცემის ცნობით, ეს სამი ფილმია „ავატარი: წყლის გზა“, „ტიტანიკი“ და „ავატარი“. ამგვარად, კემერონმა $2 მილიარდზე მეტი შემოსავლის მქონე ფილმების ნახევარი სურათი გადაიღო. დანარჩენი 3 ფილმი, რომელსაც გაქირავებაში ასეთი წარმატებული აღმოჩნდა არის - „შურისმაძიებლები: ფინალი“, „ვარსკვლავური ომები. ეპიზოდი VII“ და „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“.
კემერონის ბოლო ნამუშევრის - „ავატარის“ სიქველის პრემიერა 16 დეკემბერს შედგა. ფილმმა გაქირავებაში $2 მილიარდი სულ რაღაც 39 დღეში მიიღო.