ბაჩო დოლიძე მერაბიშვილზე: როდესაც იმალები, საჯაროდ არ გამოდიხარ, პოზიციას არ ავლენ და ცდილობ სხვა ადამიანების ხელით გქონდეს გავლენა პროცესებზე, სწორედ ეს არის არაფორმალური მმართველობის მცდელობა

ბაჩო დოლიძე მერაბიშვილზე: როდესაც იმალები, საჯაროდ არ გამოდიხარ, პოზიციას არ ავლენ და ცდილობ სხვა ადამიანების ხელით გქონდეს გავლენა პროცესებზე, სწორედ ეს არის არაფორმალური მმართველობის მცდელობა

ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები დარწმუნებით ამბობენ, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერის უკან ვანო მერაბიშვილი დგას. ამ თემაზე კომენტარი „იმედის კვირასთან“ ბაჩო დოლიძემ გააკეთა.

„ჰაერიდან ხომ არ მოგვაქვს - რახან ვაკეთებთ ამ განცხადებებს, ესე იგი დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს. ვისაც ასმენინებდნენ, ისინი გვიყვებოდნენ ამ ყველაფრის შესახებ. როდესაც იმალები, საჯაროდ არ გამოდიხარ, პოზიციას არ ავლენ და ცდილობ სხვა ადამიანების ხელით მოახდინო ზეგავლენა პროცესებზე, სწორედ ეს არის არაფორმალური მმართველობის მცდელობა“, - აცხადებს დოლიძე.