მსოფლიოში ცნობილი და მსხვილი 550-ზე მეტი კომპანია რუსეთში ბიზნესს ისევ აგრძელებს, - ამის შესახებ „ევრონიუსი" ისრაელის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ცნობის მიხედვით, მათ შორის დიდი წილი ევროპულ კომპანიებზეც მოდის. მათ შორისაა იტალიური ცნობილი ფირმები - „ბოგი", „ბენეტონი" და „კალცედონია"; ფრანგული „კლარინსი", „ეტამი" და „ლაკოსტა"; გერმანული „სიმენსი" და „ბრაუნი"; ასევე ნიდერლანდული „ფილიპსი". ამავე სიაში მოხვდა ამერიკული „ტომ ფორდი" და ჩინური საწარმო „ალიბაბა".