დავით მათიკაშვილი: დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, როდესაც საკითხი სამხრეთ კავკასიას ეხებოდა

დავით მათიკაშვილი: დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, როდესაც საკითხი სამხრეთ კავკასიას ეხებოდა

ღიაა კარი ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის სამხრეთ კავკასიაში, ვისაც მოლაპარაკების მაგიდად თბილისის გამოყენება სურს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, როდესაც საკითხი სამხრეთ კავკასიას ეხებოდა. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის როლი როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების კუთხით. ასე რომ ღიაა კარი ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის სამხრეთ კავკასიაში, ვისაც მოლაპარაკების მაგიდად თბილისის გამოყენება სურს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

დავოსის ეკონომიკური ფორუმი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც 52 სახელმწიფოს ლიდერი და 600-ზე მეტი საერთაშორისო მასშტაბის კომპანიის მმართველები შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაზე მსჯელობდნენ. ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.