Reuters: აშშ კიევს ურჩევს, იერიშის დაწყება შეიარაღების მიღებამდე გადადოს

Reuters: აშშ კიევს ურჩევს, იერიშის დაწყება შეიარაღების მიღებამდე გადადოს

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები უკრაინელ კოლეგებს ურჩევენ ახალი დიდი იერიშის დაწყება შეიარაღების ახალი პარტიის ათვისებისა და შესაბამისი წვრთნების შემდეგ გადადონ. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს. 

"ამერიკელ მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ იერიში უფრო წარმატებული იქნება, თუ უკრაინა დაელოდება სამხედროების შესაბამის წვრთნას და აითვისებს შეიარაღების ახალ პარტიებს",- ნათქვამია პუბლიკაციაში.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აღნიშნული გზავნილი ამერიკელებმა მაღალჩინოსნებმა 14 იანვარს კიევში ვიზიტისას გააჟღერეს - ამ დღეს უკრაინას ენტონი ბლინკენის მოადგილე უენდი შერმანი და ჯეიკ სალივანის მოადგილე ჯონ ფაინერი ეწვივნენ.

გარდა ამისა, ამერიკელებმა წამოჭრეს ქალაქ ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლების თემაც - მათი აზრით უკრაინა ძალიან ბევრ რესურსს ხარჯავს სტრატეგიულად ნაკლებად მნიშვნელოვანი ქალაქის დასაცავად, მაშინ როდესაც ძალები ახალი იერიშის მოსამზადებლად სჭირდება. მათი აზრით, არსებობს ალბათობა, რომ ოკუპანტები მაინც შეძლებენ ქალაქის დაკავებას, თუმცა ეს სტრატეგიულ სურათს ვერ შეცვლის.