ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ამ პარტიას არანაირი პოზიტიური როლის შესრულება ქართულ პოლიტიკაში არ შეუძლია

ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ამ პარტიას არანაირი პოზიტიური როლის შესრულება ქართულ პოლიტიკაში არ შეუძლია

ასეთი დესტრუქცია, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ მათ შიდა საარჩევნო კამპანიის დროს, კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ამ პარტიას არანაირი პოზიტიური როლის შესრულება ქართულ პოლიტიკაში არ ძალუძს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„ამიტომ, ვინც არ უნდა გახდეს ამ პარტიის თავმჯდომარე, შინაარსობრივად ამ პარტიის საქმიანობა ზუსტად იგივე იქნება, რაც წინასაარჩევნო შიდა კამპანიის დროს აქვთ - დესტრუქცია, დესტრუქცია და კიდევ ერთხელ დესტრუქცია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ორგანიზაციის წევრები არჩევნების ჩატარების მომხრე არ არიან. კასპში ერთსულოვნება არაა არც ნიკა მელიას კანდიდატურის ირგვლივ. საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის ნაწილი მხარდაჭერას ხაბეიშვილს უცხადებს.