რუსულმა პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია RT-მ საფრანგეთში მუშაობა შეწყვიტა

რუსულმა პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია RT-მ საფრანგეთში მუშაობა შეწყვიტა

საფრანგეთში რუსულმა პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია RT-მ  მუშაობა შეწყვიტა. 19 იანვარს საფრანგეთში ტელეარხის ანგარიშები დაბლოკეს - ინფორმაციას DW, არხის დირექტორზე ქსენია ფედოროვაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"ხუთწლიანი ძალისხმევის შემდეგ მთავრობამ თავისას მიაღწია - RT France-ის დახურვას… სახაზინოს მთავარმა სამმართველომ RT France-ის საბანკო ანგარიშების გაყინვა გადაწყვიტა, რაც ჩვენი მუშაობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის",  - თქვა ფედოროვამ

ფედოროვას თქმით, არხის საბანკო ანგარიშების გაყინვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-9 პაკეტის საფუძველზე მოხდა.