დავით მათიკაშვილი: რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხი ორ ქვეყანას შორის რაიმე მოლაპარაკების ჭრილში არ დგას

დავით მათიკაშვილი: რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხი ორ ქვეყანას შორის რაიმე მოლაპარაკების ჭრილში არ დგას

ბუნებრივია, რომ ნებისმიერი სანქციის მოხსნა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არსებობს, მნიშვნელოვანია, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას.

„თუმცა, ეს საკითხი არ დგას რუსეთ-საქართველოს შორის რაიმე მოლაპარაკების ჭრილში. ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ რუსეთის მხრიდან ცალმხრივად გადასადგმელი ნაბიჯი, სადაც საქართველოს მონაწილეობა 0-ის ტოლია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო, როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა ზეწოლას განიცდის დასავლეთის მხრიდან, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისკენ მიერთებას ითხოვს.

„საქართველოს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“, - განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მალე შეძლებს.