პოლიტიკოსი კახა კუკავა რუსეთთან ავიამიმოსვლის თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პირდაპირი ავიაფრენების აღდგენით მოიგებს მხოლოდ საქართველო და მისი ეკონომიკა.
"სახელმწიფოებრივი (და არა პარტიული) ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ:
- დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებამდე დაუშვებელია;
- პირდაპირი ავიაფრენების აღდგენით მოიგებს მხოლოდ საქართველო და მისი ეკონომიკა, არანაირი რაციონალური კონტრარგუმენტი არ მომისმენია," - კახა კუკავა.