უმძიმესი ღამე საგარეჯოში. საქართველოში პირველად მოხდა ის, რაც ამერიკასა და ევროპაში არაერთხელ მომხდარა და შეუძრავს საზოგადოება - უმიზეზოდ ცეცხლის გახსნა და უდანაშაულო ადამიანების მოკვდინება შეიარაღებული პირის მიერ.
საგარეჯოში დატრიალებულ ტრაგედიას ლოგიკა არ მოეძებნება. არავინ იცის, რამ უბიძგა ავღანეთში ნაომარ ყოფილ სამხედროს, 49 წლის ნოდარ ათუაშვილს ცეცხლი გაეხსნა უდანაშაულო ადამიანებისთვის, 5 ადამიანი მოეკლა და კიდევ ხუთი დაეჭრა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. შემთხვევის დროს დაიღუპნენ არა მარტო იმ კორპუსში მცხოვრები მეზობლები, არამედ პოლიციელიც, რომელიც მაღაზიაში დაჭრილ გოგოს გადაეფარა. ათუაშვილი არაფერს არ ითხოვდა, ხან ერთი აივნიდან ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან, ხან მეორე აივნიდან. ვინც გაიქცა, გადარჩა, ვინც გაქცევა ვერ მოასწრო, ჩაცხრილა. სპეცოპერაციის დაწყებიდან მალევე თავი მოიკლა.
როგორც ამბობენ, დამნაშავე მამაკაცი კონტაქტური პიროვნება არ ყოფილა, ცოლ-შვილზეც ძალადობდა, მანავიდან საგარეჯოში გადასულა საცხოვრებლად. მისი დედა კი მონაზვნად აღკვეცილა.
საგარეჯოს ტრაგედიის შემდეგ შესაძლოა, ცხელ წერტილებში მყოფი ყოფილი მეომრების მიმართ ახალი რეგულაციები შემუშავდეს. ყოველ შემთხვევაში, ყველა თანხმდება, რომ ასეთ ადამიანებს ფსიქოლოგის მეთვალყურეობა სჭირდებათ.
თუმცა ისიც ცხადია, რომ ფსიქოტერაპევტებს ცხელი ზონებიდან დაბრუნებულ სამხედროებთან მუშაობა უჭირთ. ფსიქოთერაპევტი ლოლა ლომიძე რამდენიმე წლის წინ მომხდარს იხსენებს, როცა მის კლინიკაში მისული იყო ყოფილი სამხედრო მოსამსახურე უმძიმესი მენტალური დარღვევით, პიროვნება ძალიან საშიში ყოფილა და მასაც ემუქრებოდა. შემდეგ მეტროში გაუშვეს სამუშაოდ, 600 ლარით წვრილშვილიანი ოჯახი უნდა ერჩინა. არადა, სჭირდებოდა ფსიქოლოგიური და მედიკამენტოზური მკურნალობა.
ყოფილი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაული იშვიათი არ არის. ამ დღეებში ბევრს გაახსენდა ბადრი ესებუაც. რაც შეეხება საგარეჯოს შემთხვევას, იმის გამო, რომ ეს ადამიანები საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდნენ და მსოფლიოში წესრიგის დასამყარებლად ცხელ წერტილებში იბრძოდნენ, თვითონ უცხოურმა ორგანიზაციებმა ხომ არ უნდა უზრუნველყონ მათი ფსიქოლოგიური მომსახურება სამშობლოში დაბრუნების შემდეგ? მით უმეტეს, თუკი ჩვენს ქვეყანას არ აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა, ომგამოვლილ ტრავმირებულ ადამიანებს ფსიქოლოგიურად დაეხმაროს?
ფსიქოლოგი მაია ცირამუა for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ საერთაშორისო სამხედრო მისიებში მყოფ ადამიანებს შეიძლება აღენიშნებოდეთ მუდმივი შემოჭრები იმ გამოცდილებების, იმ მოგონებების, რაც თავს გადახდათ ავღანეთში ან სხვა ცხელ წერტილებში ყოფნისას, აწმყოსთან ვერ არიან კარგად ინტეგრირებულნი, მუდმივად წარსულით ცხოვრობენ და მათ ახლანდელ ცხოვრებაზე ეს დიდ გავლენას ახდენს, აქვთ უპერსპექტივობის განცდა. შეიძლება სომატური ჩივილებიც ჰქონდეთ, ბევრი ისეთი ნიშანია, რომელიც შემაწუხებელია და ნამდვილად ხელს უშლის ადამიანს კომუნიკაციაში ოჯახის წევრებთან თუ ახლობლებთან. შეიძლება ასეთი ადამიანი კარჩაკეტილიც იყოს, ეს არის ისეთი ნიშნები, როცა თვითონ იმ ადამიანმა, ან მის გარშემო მყოფებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და დახმარება ეძებონ. თუმცა მეორე საკითხია, ამ ტიპის ადამიანებს აღნიშნულ დახმარებას რამდენად უწევენ ჩვენს ქვეყანაში.
„საერთაშორისო სტანდარტები ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს, რომ აუცილებელია, ხანგრძლივ საომარ მისიებში მყოფი ყველა პირის ემოციური მდგომარეობის შეფასება მოხდეს, უნდა გაირკვას მათი ფსიქიკური მდგომარეობა და ამის შემდეგ განხორციელდეს მათი რეაბილიტაცია. ასეთ ფსიქოლოგიურ დახმარებას მსგავს მისიებში მონაწილე ყველა პირი უნდა გადიოდეს. ამ ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, შესაძლოა, საერთაშორისო მისიებში ჩართვის შემდეგ არსებობდეს გარკვეული შეთანხმებაც, გარკვეული პირობაც, რომ სამხედრო მისიებიდან დაბრუნების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამონაწილეობით მოხდეს მათი უზრუნველყოფა ფსიქოლოგიური მომსახურებით“, - აცხადებს მაია ცირამუა.
მისივე შეფასებით, ჩვენმა სახელმწიფომ ასეთ პირებს შესაბამისი გარემო უნდა შეუქმნას. ისიც უნდა გაარკვიონ, რა ხდება მათ ცხოვრებაში, როგორ არსებობენ, პენსიით არიან თუ არა უზრუნველყოფილნი, აქვთ თუ არა სამუშაო, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათი ცხოვრება როგორ მიმდინარეობს, ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს.
ფსიქოლოგის თქმით, ძალიან რთულია, საგარეჯოს კონკრეტულ შემთხვევაზე საუბარი, იქ ძალიან ბევრი გარემოება იქნებოდა, რაზეც შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, მით უმეტეს, ის ადამიანი თვითონაც გარდაცვლილია და ძნელია დაღუპულზე საუბარი. უბრალოდ, ეს შემთხვევა უნდა იყოს ტრეგერი, რომ სახელმწიფომ იფიქროს ნაომარი ადამიანების ბედზე.
„მე პირადად არ მქონია იმის გამოცდილება, ყოფილი სამხედრო პირისთვის მემკურნალა, თუმცა, ალბათ, ცალკეულ ფსიქოლოგებს აქვთ ამის გამოცდილება. შესაძლოა, ადამიანი ხედავს, რომ ვერ არის კარგად, მაგრამ ვერ ხვდება, რომ ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება. ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, არ იცის, ვის მიაკითხოს, არ არსებობს სერვისი და ვერც ვერავის აკითხავს“, - გვითხრა მაია ცირამუამ.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ საერთაშორისო მისიებში მყოფ ადამიანებს საქართველომ უნდა მიხედოს და არა საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ამ ადამიანების საერთაშორისო მისიებში გაგზავნის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო, საქართველო თავისი ნებით შეუერთდა კონტრტერორისტულ ოპერაციას აისაფის ფარგლებში, ამიტომ საქართველომ უნდა უპატრონოს ბოლომდე ამ ადამიანებს.
ვახტანგ მაისაიას განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი უნდა შეექმნა, რადგან ავღანეთგამოვლილ ადამიანებს ყოველთვის აქვთ ავღანური სინდრომი. ისინი მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში, თითოეულ საბრძოლო მოქმედებას აქვს სპეციფიკური მომენტები, მარტო ავღანეთი კი არა, ჩვენ გვქონდა აფხაზეთის ომის სინდრომი, რომელიც დღემდე არსებობს. იქ ნაბრძოლ ადამიანებს უნდა მიექცეთ ყურადღება სოციალური, ეკონომიკური კუთხით და ერთი მოსმით არ უნდა გაათავისუფლონ სამსახურიდან.
„თუკი სახელმწიფოს არ შეუძლია ელემენტარულ რამეს თავი გაართვას, მაშინ უნდა დავხუროთ თავდაცვის სამინისტრო. საერთაშორისო მისიებში მყოფ ადამიანებს სხვაგვარად ექცევიან დასავლეთის ქვეყნებში, იქ გამოყოფილია ფინანსური და სოციალური რეაბილიტაციის პროექტები, ვეტერანების მთელი სტრუქტურა არსებობს, ვეტერანებს დიდი პენსია ენიშნებათ, გადიან თუ არა თადარიგში, ცდილობენ, ისინი სამხედრო სამსახურში შეინარჩუნონ, რადგან ესეც ამ ადამიანების სოციალური დაცვაა. როცა მათ არმიაში პოზიციებს უნარჩუნებ, ესეც სოციალური დაცვის ვარიანტია. ჩვენთან ომის ვეტერანებს აძლევენ ას ლარს, 22 ლარი ჰქონდათ და ახლა ასი ლარია, ასი ლარი ხომ ამ ადამიანების დაცინვაა? ომი რომ დაიწყოს, ვინღა წავა სამშობლოს დასაცავად?“ - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას და მიიჩნევს, რომ საგარეჯოს შემთხვევაში, როგორც ჩანს, ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდა ამ ადამიანს.
ანალიტიკოსის თქმით, ეს არცაა გასაკვირი ავღანეთის მისიაში ყოფნის გამო. როგორც ჩანს, ის დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან, სოციალურმა დაუცველობამ კიდევ უფრო გაამძაფრა მისი სულიერი მდგომარეობა, ალბათ, არ ჩაუტარდა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.
„მართალია, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სტრუქტურა არსებობს ვეტერანთა სამხედრო სამსახურში, სადაც მაღალი დონის პროფესიონალები არიან და აკეთებენ იმ საქმეს, რაც, წესით, თავდაცვის სამინისტრომ უნდა გააკეთოს, მაგრამ ბევრ ადამიანს, ვინც ამ მისიებში მონაწილეობს, შეიძლება ჯერ კიდევ არ ჰქონდეს ვეტერანის სტატუსი, ამიტომ თავდაცვის სამინისტრომ ეს საკუთარ თავზე უნდა აიღოს, შექმნას ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი. მაშინ ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებს ავიცილებთ. საომარი მდგომარეობიდან დაბრუნებული ადამიანის სამშვიდობო მდგომარეობაში ადაპტაცია საკმაოდ რთულია. საბჭოთა არმიიდან ავღანეთში გაწვეულ ქართველ ბიჭებსაც ჰქონდათ სერიოზული პრობლემები, ავღანური სინდრომი იმ დროიდან მოდის, მაგრამ მაშინ საბჭოთა საქართველოს ჰქონდა იმის უნარი, მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მოეხდინა და მათთვის სოციალური სტატუსი მიენიჭებინა. მართალია, საქართველოში ასეთი ტრაგედიები მასობრივი არ არის, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევაც დამაფიქრებელია.
ხოოდა აი ეგ ავღანური სინდრომი იმ 16 მილიონიდან ნახევარს მაინცა სჭირს
იმიტომაცაა ხან სად გამოვარდებიან ხოლმე ავტომატებით და ხან სად და ხოცავენ ხალხს
ისე კი ამ ,,მშვიდობის მტრედმა,, ამერიკამ ეს 16 მილიონი ვეტერანი როგორ მოაგროვა..... ჰჰააააააა ????
როგორ და ჩათლახიია ჩათლახი...ისე
.......................მოკლედ .დიდი გულისყურით ველოდები ამერიკის მომავალ არჩევნებს , ორივე მხარეს ჩესნად უნდა ვუბალეშიკო...
რუსეთმა რაც ჩვენ აფხაზების ხელით დაგვმართა, ხო დაჰმართა იგივე ამერიკამ უკრაინის ხელით??
ხოოდა ......... ეხლა უკვე ამერიკის ჯერია ..
რა უნდოდა ქართველ სამხედროს ავღანეთში! არ დაიწყოთ ახლა, მსოფლიო დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და საქართველოს მომავალს იცვდაო. ორივე თაობის "ავღანელები"-ს ცოდვა იმათ კისერზეა, რომელი სახელმწიფოს ჯარების შემადგენლობაშიც ისინი, საცოდავი გროშების გამო, მსახურებოდნენ.