„ჯეოქეისის“ ეკონომიკურმა მრჩეველმა ვახტანგ ჭარაიამ განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს დავოსის ეკონომიკური ფორუმს საქართველოსთვის.
„დავოსის ეკონომიკური ფორუმი მსოფლიოში ნომერ პირველი ეკონომიკური ფორუმია, რომელიც კი არსებობს. შესაძლოა, ის გავუტოლოთ გაეროს ასამბლეასაც. პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეს არის დედამიწაზე საუკეთესო პლატფორმა, სადაც შეუძლია სახელმწიფოს ესაუბროს თავის კოლეგა პარტნიორ ქვეყნებსა და ასევე ბიზნეს სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლებს. შესაბამისად, საქართველოსთვის ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, თავისი კარგი, 2022 წლის მაჩვენებლები წარუდგინოს ინვესტორებს და მათი ყურადღება მიიპყროს“, - განაცხადა „ჯეოქეისის“ ეკონომიკურმა მრჩეველმა ვახტანგ ჭარაიამ.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც 52 სახელმწიფოს ლიდერი და 600-ზე მეტი საერთაშორისო მასშტაბის კომპანიის მმართველები შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაზე მსჯელობდნენ.