ყველა დროის რომანტიკული კინოსურათების ტოპ-ათეულში პირველი ორი ადგილი დაისაკუთრა ფილმებმა პატრიკ სუეიზის მონაწილეობით. ესენი გახლავთ“მოჩვენება" (1990), რომელშიც მისი პარტნიორი დემი მური იყო და "ბინძური ცეკვები" (1987), სადაც სუეიზი ჯენი ფერგრეისთან ერთად ცეკვავდა და თამაშობდა.
მესამე ადგილი ამ საპატიო სიაში დაისაკუთრა ფილმმა "ხსოვნის დღიურმა", რაიან გოსლინგისა და რეიჩელ მაკ-ადამსის მონაწილეობით.
საუკეთესო ხუთეულს აგვირგვინებენ "ტიტანიკი" და "ლამაზი ქალი".
დანარჩენი ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
6. "რეალური სიყვარული"
7. "რომეო და ჯულიეტა"
8. "ოფიცერი და ჯენტლმენი"
9. "მულენ რუჟი"
10. "ამელი"