შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენ ვაღიარებთ საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია.