კელი დეგნანი: თითოეულმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის, რაც მათთვის კომფორტულია. ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის ის სენსიტიური სიტუაცია, რომელშიც საქართველო იმყოფება - თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული

კელი დეგნანი: თითოეულმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის, რაც მათთვის კომფორტულია. ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის ის სენსიტიური სიტუაცია, რომელშიც საქართველო იმყოფება - თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული

ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოსაც და უკრაინასაც, რომ მნიშვნელოვანი საკითხები პირადად განიხილონ და არა საჯაროდ, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

იგი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვისა და უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებებს გამოეხმაურა და საქართველოს მიერ უკრიანისთვის იარაღის მიწოდების საკითხე ისაუბრა.

„ძალიან სენსიტიური დროა, როდესაც რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წასართმევად. ამიტომ, ყველა დიდ სტრესსა და ზეწოლას განიცდის.

აშშ-მა ყველა თავის პარტნიორსა და მოკავშირეს სთხოვა, განეხილა, რისი გაკეთებაა მათთვის მოსახერხებელი უკრაინის მხარდასაჭერად. ამ კუთხით საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საერთაშორისო ფორუმზე ხმის მიცემით და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი.

თითოეულმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის, რაც მათთვის კომფორტულია. ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის ის სენსიტიური სიტუაცია, რომელშიც საქართველო იმყოფება, რადგან თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ასეთია კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, რომ ეს საკითხი პირადად განიხილონ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ალექსეი გონჩარენკომ საქართველოს ხელისუფლების მისამართით მორიგი განცხადება გააკეთა.

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი კვლავ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემაზე საუბრობს. „პალიტრანიუსის“ ეთერში კასიანოვმა განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 30 ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნეს და ეს მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. კასიანოვმა ასევე ისაუბრა ჯავშანმანქანა „დიდგორზე“ და ირწმუნება, რომ „დიდგორი“ ჰუმანიტარული მიზნით სჭირდებათ.

amo ეგრე რა, ხომ ხედავ რომ არჩევანი არა გვაქვს.
2 წლის უკან