ამერიკული როკის ლეგენდა, დევიდ კროსბი გარდაიცვალა

ამერიკული როკის ლეგენდა, დევიდ კროსბი გარდაიცვალა

ამერიკული ფოლკ-როკის ვეტერანი, დევიდ კროსბი გარდაიცვალა. ის 81 წლის იყო. ამის შესახებ BBC წერს.

60-იან წლებში, გიტარისტი კროსბი 2 ცნობილი ჯგუფის- The Byrds-ისა და Crosby, Stills and Nash-ის სათავეებთან იდგა. მან როკ-მუსიკაზე დიდი გავლენა მოახდინა.

დევიდ კროსბი ჰოლივუდელი კინემატოგრაფისა და ოსკარის მფლობელის, ფლოიდ კროსბის შვილი იყო.