ნიუ-მექსიკოს შტატის პროკურორმა, მერი კარმაკ-ალტვაისმა განაცხადა, რომ კინომსახიობ ალეკ ბოლდუინს ბრალს წაუყენებენ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში.
„მტკიცებულებებისა და ნიუ-მექსიკოს შტატის კანონების საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, მე დავადგინე, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ალეკ ბოლდუინისა და ფილმ ჟანგის“ გადამღები ჯგუფის სხვა წევრების წინააღმდეგ ბრალის წასაყენებლად. კანონზე მაღლა არავინ დგას და ყველა იმსახურებს სამართალს“, - აღნიშნა შტატის პროკურორმა.
2021 წლის ოქტომბერში ფილმ „ჟანგის“ გადაღებებზე ალეკ ბოლდუინმა გაისროლა სარეკვიზიტო პისტოლეტიდან, რომელიც საბრძოლო ვაზნებით იყო დატენილი.
შედეგად ფილმის ოპერატორი გალინა ჰატჩინსი დაიღუპა, რეჟისორი ჯოელ სოუსი კი დაიჭრა. ამის შემდეგ ჰატჩინსის ოჯახმა ბოლდუინს სასამართლოში უჩივლა. ერთი წლის შემდეგ ჰატჩინსის ოჯახმა და ალეკ ბოლდუინმა შეთანხმებას მიაღწიეს.