მადონა მსოფლიო ტურისთვის ემზადება

მადონა მსოფლიო ტურისთვის ემზადება

მსოფლიო ჰიტები მადონასგან, რომლებიც 4 ათეულ წელს ითვლის - პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა საკონცერტო ტურისთვის ემზადება.

მადონა მსოფლიო ტურს მისი მუსიკალური ჰიტების 40 წლის საიუბილეო თარიღს უძღვნის. საკონცერტო ტურნე 15 ივლისიდან დაიწყება და მსოფლიოს 35 ქალაქში, წლის ბოლომდე გაგრძელდება. პოპის დედოფლად აღიარებულმა მომღერალმა ამ ტურის შესახებ თაყვანისმცემლებს ონლაინ-სივრცეში ატვირთული ვიდეორგოლით ამცნო.