ალასკაზე ცოლი და ქმარი ძაღლებს ავტობუსით ასეირნებენ. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ლი ტომფსონს და მის ცოლ მოს ძაღლების გასეირნების სერვისი აქვთ, თუმცა წყვილმა ფეხით სეირნობას ავტობუსის ყიდვა და ძაღლების ყოველდღე სხვადასხვა ადგილას სალაშქროდ წაყვანა გადაწყვიტა. ლი ტომფსონი ჰყვება, რომ ოთხფეხა მგზავრებს პირდაპირ სახლებთან აკითხავენ, ძაღლებმა ავტობუსში საკუთარი ადგილები იციან და მოგზაურობა უყვართ.
ლაშქრობის შემდეგ ძაღლები ავტობუსში სხდებიან და სახლებში ბრუნდებიან.
ლი და მო ძაღლებს უკვე 2 წელია ასეირნებენ. ამ დროის განმავლობაში მათ სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოიპოვს.