ჩენინგ ტატუმის საპროდიუსერო კომპანია Free Association ჯერი ცუკერის დრამის „მოჩვენება“ რიმეიქის გადაღებას აპირებს. ამის შესახებ მსახიობმა Vanity Fair-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტატუმის თქმით, მისმა კომპანიამ საკულტო ფილმზე უფლებები უკვე მიიღო. მსახიობი აღნიშნავს, რომ ფილმში რამდენიმე პრობლემური სტერეოტიპის გამოსწორებას გეგმავს, თუმცა არ დაუზუსტებია რაზე საუბრობს.
შესაძლოა ერთ-ერთი მთავარი როლი სურათში თავად ტატუმმაც შეასრულოს, თუმცა სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
„მოჩვენების“ პრემიერა 1990 წელს შედგა. მთავარი როლები ფილმში პატრიკ სუეიზიმ, დემი მურმა და ვუპი გოლდბერგმა შეასრულეს. სურათმა ორი „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, BAFTA და კიდევ რამდენიმე ჯილდო მიიღო.