ზურაბ ქადაგიძე: „მთავარი არხი“ როგორც „ალტ-ინფოს“, ასევე სერგეი ლავროვს უთმობს თავისი საეთერო დროის უმეტეს ნაწილს, ასეთი ლუსტრაციაც არ იყო საჭირო“
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სერგეი ლავროვისთვის „ალტ ინფოს“ მიერ დასმულ კითხვას ეხმიანება: „მთავარი არხი“ აღფრთოვანებულია „ალტ ინფოს“ მუშაობით მოსკოვში და დიდი რუდუნებით აშუქებს მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. ტირაჟირებს როგორც „ალტ-ინფოს“, ასევე სერგეი ლავროვს უთმობს თავისი საეთერო დროის უმეტეს ნაწილს. ასეთი ლუსტრაციაც არ იყო საჭირო...“, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.