აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, მაიკ ბენცი USAID-ის თაღლითური სქემის ახალ მასშტაბებზე წერს.
ბენცი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ USAID-ის თაღლითობის ისტორია უფრო და უფრო გაუგონარი ხდება. ირკვევა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯო ბაიდენის მარცხის შემდეგ, მისმა ადმინისტრაციამ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თითქმის ტრილიონი დოლარის ოდენობის პოტენციური დაფინანსების ბიუჯეტი გამოუყო.
ბენცი აზიარებს ინფორმაციას, რომ ფინანსების ფარულად გამოყოფის მიზნით, კონტრაქტი „მემარცხენეების“ კორუფციული სქემისთვის მომუშავე შპს-ზე გაფორმდა.