მრავალწლიანი სკანდალური ურთიერთობების, ჯასტინ ბიბერთან და აბელ ტესფაიესთან (The Weeknd) დაშორების შემდეგ სელენა გომესმა პირადი ურთიერთობებიდან პაუზა აიღო და ცხოვრების უდიდეს ნაწილს საკუთარ კოსმეტიკურ ბრენდზე ფიქრს, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან გატარებას უთმობდა.
ვარსკვლავი ხშირად აღნიშნავდა ინტერვიუებში, რომ წინა ურთიერთობებისგან გული ძალიან ეტკინა და სურდა მოეძებნა ისეთი ადამიანი, რომელიც მისი სიყვარულის “ღირსი” გახდებოდა.
როგორც ჩანს, სელენამ შესაფერისი პიროვნება უკვე აღმოაჩინა. როგორც უცხოური გამოცემების გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, ის The Chainsmokers-ის წევრ დრიუ თაგარტს ხვდება. ახალი პოტენციური ვარსკვლავური წყვილი ჯერჯერობით არანაირ პირად დეტალს არ ასაჯაროვებს.