მაშინ, როდესაც საზოგადოება შობა-ახალ წელს აღნიშნავდა, ამერიკელმა რეპერმა და დიზაინერმა ქანიე უესტმა “ოჯახის შექმნა” გადაწყვიტა.
ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვეა გასული მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი და ყველაზე მდიდარი შავკანიანი მუსიკოსი ყოფილ მეუღლეს და თავისი შვილების დედას, რეალითი შოუს ვარსკვლავს კიმ კარდაშიანს დაშორდა.
როგორც უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები იუწყებიან, ქანიემ საკუთარი ბრენდის Yeezy-ის ერთ-ერთ თანამშრომელზე ბიანკა ცენსორიზე მალულად იქორწინა.
როგორც ჩანს წყვილმა საქორწინო ბეჭდები უახლოესი ადამიანების თანდასწრებით გაცვალა, თუმცა ოფიციალური ნიშნობა, ან ცერემონია არ ჰქონიათ. წყვილის ქორწინებას ამჟამად არანაირი დოკუმენტი არ ადასტურებს, დამატებითი დეტალები ახალი ვარსკვლავური წყვილის “მალული” ქორწილის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.