Hulu-ს პოპულარულ სერიალში Only Murders in the Building უამრავი ცნობილი მსახიობის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან, სელენა გომესი, სტივ მარტინი და მარტინ შორთი, ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავებს არც მეტი, არც ნაკლები, თავად მერილ სტრიპი უერთდებათ. სასიხარულო სიახლე პირველად სელენა გომესმა გააჟღერა ინსტაგრამზე.
ვიდეო სერიალის მე-3 სეზონის გადასაღებ მოედანზეა ჩაწერილი შესვენების დროს და სელენას, სტივისა და მარტინის გარდა, მერილ სტრიპსა და პოლ რადსაც გვიჩვენებს.
ჯერ ცნობილი არ არის, ვის განასახიერებს მერილი ან რა როლი ექნება მის პერსონაჟს დანარჩენი გმირების ცხოვრებაში. Hulu-ს არც მე-3 სეზონის პრემიერის თარიღი არ გამოუცხადებია ჯერჯერობით, თუმცა ყველა თანხმდება, რომ მერილის პროექტში ჩართვით კიდევ უფრო საინტერესო სეზონი მოელის მაყურებელს.