მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, მონაზონი ანდრე 118 წლისა გარდაიცვალა

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, მონაზონი ანდრე 118 წლისა გარდაიცვალა

საფრანგეთში მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, მონაზონი ანდრე 118 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ AFP იტყობინება.

მონაზონი ანდრე (ლუსილ რანდონი) საფრანგეთში, 1904 წლის 11 თებერვალს დაიბადა, მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანი კი 2022 წლის 26 აპრილს გახდა.

ლუსილ რანდონი მონაზვნად 41 წლის ასაკში აღიკვეცა და 28 წლის განმავლობაში ქალაქ ვიშის საავადმყოფოში მუშაობდა. 1979 წელს კი სავოიის მონასტერში დაიწყო მსახურება. 2009 წლიდან მონაზონი ტულონის მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა.