Critics' Choice Awards-ზე საუკეთესო კაც მსახიობად ბრენდან ფრეიზერი აღიარეს

Critics' Choice Awards-ზე საუკეთესო კაც მსახიობად ბრენდან ფრეიზერი აღიარეს

ლოს-ანჯელესში Critics' Choice Awards-ის დაჯილდოების 28-ე ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

საუკეთესო ფილმად რეჟისორების დენიელ შაინერტისა და დენ გვანის „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ დასახელდა. სურათმა ასევე მიიღო ჯილდოები საუკეთესო რეჟისურისთვის, ორიგინალური სცენარისა და მონტაჟისთვის.

საუკეთესო კაც მსახიობად ბრენდან ფრეიზერი დაასახელებს, ფილმ „ვეშაპში“ შესრულებული როლისთვის, საუკეთესო ქალი მსახიობი კი კეიტ ბლანშეტი გახდა („ტარი“).

საუკეთესო ქალ მსახიობად დრამატულ სერიალში ზენდაია დაასახელეს („ეიფორია“), ჯენიფერ ქილიკმა კი დრამატულ სერიალში მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის მიიღო ჯილდო („თეთრი ლოტოსი“).