მიხეილ სარჯველაძე: ძალიან ღრმა კრიზისში იმყოფება „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად, მიუხედავად იმისა, რომელ დაჯგუფებაზე ვისაუბრებთ

მიხეილ სარჯველაძე: ძალიან ღრმა კრიზისში იმყოფება „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად, მიუხედავად იმისა, რომელ დაჯგუფებაზე ვისაუბრებთ

პრობლემები, რომლებიც ჩნდება ამ გავრცელებული კადრების შედეგად მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან ღრმა კრიზისში იმყოფება ეს პოლიტიკური ჯგუფი მთლიანად, მიუხედავად იმისა, რომელ დაჯგუფებაზე ვისაუბრებთ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიაში ერთმანეთის მიმართ სერიოზული უკმაყოფილება დაუგროვდათ.

„ეს მართლაც იმდენად მაკომპრომეტირებელი ინფორმაციაა აქეთ-იქედან გავრცელებული ამ პარტიის შიგნით, იმდენად მძიმე ბრალდებებია და იმდენად ბევრის მეტყველი ნეგატიურად, რომ რა თქმა უნდა, ვისზეც არის გავრცელებული ეს კადრები, არავის ინტერესში არ შედის, რომ ეს საზოგადოებამ ირწმუნოს და მიიღოს როგორც სინამდვილე. როგორც იტყვიან, შუბი ხალათში არ დაიმალება. პრობლემები, რომლებიც ჩნდება ამ გავრცელებული კადრების შედეგად მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან ღრმა კრიზისში იმყოფება ეს პოლიტიკური ჯგუფი მთლიანად მიუხედავად იმისა, რომელ დაჯგუფებაზე ვისაუბრებთ. ექსპერტიზაზე უფრო დამაჯერებელი ფაქტორია ის, როდესაც მხარე, რომლის მაკომპრომეტირებელი ინფორმაციაც არის გავრცელებული ეწინააღმდეგება ამ ფაქტების დასაბუთების გაგრძელებას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.