მინდა, შეგახსენოთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელსაც სააკაშვილმა მოაწერა ხელი, რომელიც საქართველოს აბრალებს ომის დაწყებას, რუსები გამოჰყავთ ანგელოზებად და კიდევ კარგი სტრასბურგის სასამართლო მოვიგეთ, თორემ ეს ძალიან ცუდად დაგვხვდებოდა წინ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ფაქტორი იყო ის, რომ სააკაშვილმა დათმო დიდი რაოდენობის სტრატეგიული ობიექტები.
„საზოგადოებამ არ იცის, რომ რუსეთის ფედერაცია იყო ფაქტორი, როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა?! ან ის იყო ფაქტორი, როდესაც ჩაშალა ყველა მოლაპარაკების ფორმატი, რომელიც ამერიკელებმა შექმნეს. რუსეთის ფაქტორი იყო ის, რომ სააკაშვილმა დათმო უშველებელი რაოდენობის სტრატეგიული ობიექტები და უამრავი რამ, ამას არ სჭირდება გიული ალასანიას შეხსენება, მაგრამ როდესაც შიდაპარტიული დაპირისპირება მიდის, აქ უკვე შეხსებისთვის ფარული ჩანაწერი არის აუცილებელი.
მინდა, შეგახსენოთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელსაც სააკაშვილმა მოაწერა ხელი, რომელიც საქართველოს აბრალებს ომის დაწყებას, რუსები გამოჰყავთ ანგელოზებად და კიდევ კარგი სტრასბურგის სასამართლო მოვიგეთ, თორემ ეს ძალიან ცუდად დაგვხვდებოდა წინ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.