შემოთავაზებული გეგმა საერთო ჯამში კარგია, მეტად რეგულირებადი და გამჭვირვალე უნდა გახდეს იმ არასამთავრობოების საქმიანობა, რომლებიც რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციები კი არა, ხშირად მესამე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ლობისტები არიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა, ტომისლავ სოკოლოვმა რობერტა მეცოლას ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
„იგივე ეხება სამეგობრო ჯგუფებს და ისეთ შესაძლებლობებს, სადაც ევროპარლამენტარები კომუნიკაციაში არიან მესამე მხარესთან, რომელიც, როგორც წესი ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოსგან ფინანსდება და ცდილობს საკუთარი პოლიტიკური გავლენის მოხდენას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის ფონზე ევროპარლამენტის პრეზიდენტი 14-პუნქტიანი გეგმის წარდგენას აპირებს, რომელიც ლობისტური საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს.