ევროპარლამენტარი მეცოლას ინიციატივაზე: ბოლო ათ წელს თუ გადავხედავთ, არაერთმა დეპუტატმა დაარღვია წესები და არსებობდა დაუსჯელობის კულტურა - ეს ყოველივე უნდა შეიცვალოს

ევროპარლამენტარი მეცოლას ინიციატივაზე: ბოლო ათ წელს თუ გადავხედავთ, არაერთმა დეპუტატმა დაარღვია წესები და არსებობდა დაუსჯელობის კულტურა - ეს ყოველივე უნდა შეიცვალოს

ევროპარლამენტის კონკრეტული წევრების ქცევა პრობლემატურია, ეს ამ სკანდალით გამოჩნდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის. როცა პარლამენტში ხალხი წესებს არღვევს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა, დანიელ ფროინდმა რობერტა მეცოლას ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„ბოლო ათ წელს თუ გადავხედავთ, არაერთმა დეპუტატმა დაარღვია წესები და არსებობდა დაუსჯელობის კულტურა. არ დასჯილან, როცა არ გაასაჯაროვეს მდიდრულ მოგზაურობებში მოწვევით წასვლა, როცა არ გაასაჯაროვეს დამატებით საკუთარი შემოსავლები. ეს ყოველივე ნამდვილად უნდა შეიცვალოს.

ლობირების საკმაოდ კარგი წესები გვაქვს, საჯაროდ არის შესაძლებელი იმის გამოძიება, თუ ვის შევხვდებით, რას ვლობირებთ, თუმცა არ არსებობს სანქციები იმ შემთხვევისთვის, თუკი დეპუტატები ამას არ გაასაჯაროებენ. ყველა დეპუტატი ისეთი გამჭვირვალე არ არის, როგორიც უნდა იყოს“, - აღნიშნა ევროპარლამენტის დეპუტატმა.

ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის ფონზე ევროპარლამენტის პრეზიდენტი 14-პუნქტიანი გეგმის წარდგენას აპირებს, რომელიც ლობისტური საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს.