ყველა დაჯგუფება თანაბრად პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამ პარტიას [„ნაციონალური მოძრაობა“] აქვს სერიოზული წარუმატებლობა, მათ შორის რეპუტაციული თვალსაზრისით - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება დღითიდღე სულ უფრო ნაკლები მხარდაჭერით პასუხობს იმ შეცდომებს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ უშვებდა ამ წლების განმავლობაში.
„არ არის გამორიცხული, რომ ის ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა და რომელშიც პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აუგად მოიხსენიებს სააკაშვილს, შესაძლოა, ეს წყენაც იყოს მიზეზი და შეიძლება ბევრი სხვა ფაქტორიც არსებობდეს, მაგრამ ფაქტია, რომ იქ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ დაუგროვდათ სერიოზული უკმაყოფილება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. თქვეს, რომ პარტიის არა ფორმალური მმართველობა უნდა დასრულდეს. მათი განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს კულისებიდან მართავს ვარშალომიძე, მერაბიშვილი და კეზერაშვილი, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.