რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა რომ ურუგვაის ეროვნული გუნდისა და კლუბი „ლივერპულის“ თავდამსხმელი ლუის სუარესი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს.
არსენ ვენგერის გუნდის ხელმძღვანელობამ სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ „ლივერპულს“ 46,5 მილიონი ევრო შესთავაზა. მერსისაიდელებს ურუგვაელის გაყიდვა არ სურდათ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ლონდონში გადაბარგება ისურვა.
ცნობილი გახდა რომ რამდენიმე დღის წინ სუარესს თავად არსენ ვენგერი დაუკავშირდა და ხანმოკლე საუბრის შემდეგ ლონდონში გადასვლაზე დაიყოლია.
ბრიტანული მას-მედიის მტკიცებით, „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი სუარესის გაყიდვის სასტიკი წინააღმდეგია, მაგრამ ურუგვაელს ქალაქ ლივერპულში დარჩენა კატეგორიულად აღარ სურს.
ცნობილი გახდა, რომ სუარესი მიმდინარე კვირის ბოლომდე “არსენალის“ მაისურს ოფიციალურად მოირგებს.