ერთ-ერთი ყველაზე სანდო გამოცემა CNN ავრცელებს ინფორმაციას პატარა ბიჭის შესახებ, რომელსაც დიდი ოცნება აუხდა.
თანატოლების უამრავი დაცინვის შემდეგ 9 წლის ქუადენ ბეილსი დედას ტირილით სთხოვდა, რომ დანა მიეწოდებინა იმისთვის, რათა თავი მოეკლა.
იარაკა ბეილსმა, პატარა ქუადენის დედამ ვიდეო სოციალურ მედიაში გაავრცელა, რათა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რამხელა ზარალი მოაქვს ადამიანების დაუდევარ დამოკიდებულებას და ბულინგის შემთხვევას.
CNN-ის ინფორმაციით, მოზარდი ჰოლივუდში მიიწვიეს, მის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა: “ჩემი სახით შენ მეგობარი ყოველთვის გყავს”.