რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Goal.com” გაავრცელა ცნობა რომ ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი, 27 წლის ფერნანდო გაგო ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდა.
გაგომ წინა სეზონი „ვალენსიაში“ გაატარა. ესპანეთის ეროვნულ პირველობაზე ამ გუნდის მაისური 13-ჯერ მოირგო და მინდორი გატანილი გოლის გარეშე დატოვა.
ფერნანდო გაგო კარიერას „ბოკა ხუნიორსში“ გააგრძელებს. ამ გუნდმა „ვალენსიას“ 1,7 მილიონი დოლარი გადაუხადა.
საინტერესოა რომ გაგო ამჟამინდელ კლუბში 2007 წლამდე ასპარეზობდა. იმავე წელს ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ გადავიდა, გასულ წელს კი „ვალენსიაში“ ჩაირიცხა.
გაგო არგენტინის ეროვნულ გუნდში 2007 წლიდან თამაშობს და მისი ღირსება 47 ოფიციალურ შეხვედრაში დაიცვა.