დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მიწისძვრის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან ხუთ კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქშიც.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები 12:36 საათზე დაფიქსირდა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრა აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან სამ კილომეტრში მოხდა და ბიძგების სიძლიერე 4.4 მაგნიტუდა იყო, თუმცა მოგვიანებით მონაცემი დაზუსტდა.