კონდოლიზა რაისი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ უნდა დაწესებულიყო, თუმცა ფინანსური კრიზისისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების გამო ეს შეუძლებელი გახდა

კონდოლიზა რაისი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ უნდა დაწესებულიყო, თუმცა ფინანსური კრიზისისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების გამო ეს შეუძლებელი გახდა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ უნდა დაწესებულიყო, თუმცა ფინანსურმა კრიზისმა და სხვა ეკონომიკურმა პრობლემებმა ეს ვერ გახადა შესაძლებელი. ეს განცხადება ამერიკის ხმის უკრაინული რედაქციისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კონდოლიზა რაისმა გააკეთა.

უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზეც ისაუბრა.

შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე შეცდომა იყო დაშვებული, როცა საქართველოს და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარი ეთქვათ, რაისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამას ითხოვდა, მაგრამ ნატოს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა.

მისი თქმით, ამიტომაც ვაშინგტონმა ბუქარესტში საუკეთესო შედეგი უზრუნველყო, რომ ეს ქვეყნები მომავალში ალიანსის წევრები გახდებოდნენ.