ალუდა ღუდუშაური: „ნაცმოძრაობის“ წევრები ყველა ფორმით, პირდაპირ თუ ირიბად, ძალადობენ ჩვენს საზოგადოებასა და სასამართლოზე

ალუდა ღუდუშაური: „ნაცმოძრაობის“ წევრები ყველა ფორმით, პირდაპირ თუ ირიბად, ძალადობენ ჩვენს საზოგადოებასა და სასამართლოზე

პირველი და უმთავრესი, რასაც ეს ადამიანები თავიანთი აქტიურობით ხელს გამოჰკრავენ არის ის, რომ ქართველი ხალხი მართლა გააკეთებს სიას, რომლის სათავეშიც იქნებიან სააკაშვილი, მთავარი არქიტექტორი სისხლიანი რეჟიმისა, მერაბიშვილი, რომელიც ლამობს, რომ ახლა პოლიტიკაში დაბრუნდეს, ადეიშვილი და სხვები, - ამის შესახებ ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს ადამიანები ყველა ფორმით, პირდაპირ თუ ირიბად, ძალადობენ ჩვენს საზოგადოებაზე, სასამართლოზე, კანონსა და ჩვენს ქვეყანაზე, რომ როგორმე ასრულონ მათი სანუკვარი მიზანი, რომ სააკაშვილი დაიხსნან და აარიდონ მართლმსაჯულება. პატიმარი, რომელზეც ევროპულმა სასამართლომაც თქვა, რომ დიახ, სააკაშვილი ძალიან მძიმე დანაშაულებშია მსჯავრდადებული და მისი მონაწილეობა დადასტურებულია, ამ ყველაფერს ეს ადამიანები ფეხქვეშ თელავენ და რაღაც სიაზე საუბრობენ. პირველი და უმთავრესი, რასაც ეს ადამიანები თავიანთი აქტიურობით ხელს გამოჰკრავენ არის ის, რომ ქართველი ხალხი მართლა გააკეთებს სიას, რომლის სათავეშიც იქნებიან სააკაშვილი, მთავარი არქიტექტორი სისხლიანი რეჟიმისა, მერაბიშვილი, რომელიც ლამობს, რომ ახლა პოლიტიკაში დაბრუნდეს, ადეიშვილი და სხვები. ვფიქრობ, რომ არ დარჩება ადამიანი, რომელიც სერიოზულად აღიქვამს იმას, რომ რაღაც სააკაშვილის სია უნდა შედგეს. რა სიაზეა საუბარი, როდესაც საქართველოს თითოეულმა ადამიანმა საკუთარ ოჯახზე განიცადა ის ნულოვანი ტოლერანტობა, რასაც აღასრულებდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი და როგორ წამებით ხდიდნენ ადამიანებს სულს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.