გურამ მაჭარაშვილი: საქართველო უკრაინას ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს, უკრაინას კი მის წინააღმდეგ რუსეთის პარტნიორობაში მყოფ ბელარუსთან უფრო ლოიალური დამოკიდებულება აქვს

გურამ მაჭარაშვილი: საქართველო უკრაინას ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს, უკრაინას კი მის წინააღმდეგ რუსეთის პარტნიორობაში მყოფ ბელარუსთან უფრო ლოიალური დამოკიდებულება აქვს

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, უკრაინის მოთხოვნით ბელარუსი ევროკავშირმა სანქციების ბოლო პაკეტში არ შეიყვანა.

„იმდენად ბევრი მტკიცებულება არსებობს უკრაინის განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე საქართველოსთან მიმართებაში უსამართლობის ფაქტების და სუბიექტური მიდგომების სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რომ, რა თქმა უნდა, ან ბიზნესკავშირი იქნება, ან რაღაც პოლიტიკური კავშირი იქნება. სხვა მიზეზი არ შეიძლება არსებობდეს. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ იმ ქვეყნიდან, რომელიც შენ ყველა პლატფორმაზე მხარს გიჭერს, შენ ელჩს იწვევ და შეურაცხყოფას აყენებ, ხოლო შენს წინააღმდეგ რუსეთის პარტნიორობაში მყოფ ქვეყანასთან უფრო ლოიალური დამოკიდებულება გაქვს, ვიდრე საქართველოსთან“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, უკრაინამ მოითხოვა, რომ ევროკავშირს ბელარუსი სანქციების ბოლო პაკეტში არ შეეყვანა.